მომავლის განათლება
პროექტებზე დაფუძნებული სწავლება ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებით
вторник, 22 августа 2017 г.
суббота, 30 августа 2014 г.
კურსის შესახებ
ინტელის ტრენინგ-კურსი „პროექტებით სწავლება“
კურსის მთავარი კითხვა:
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
ინტელის სასწავლო კურსი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით
სწავლებას. პროექტებზე მუშაობა შესაძლებლობას იძლევა სასწავლო
აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს,
მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს
სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
ინტელის ძირითად კურსში მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ
შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ იმუშაონ
სასწავლო პროექტის გეგმაზე. კურსის განმავლობაში გამოიყენებენ მრავალ ტექნოლოგიურ რესურსსა და ინსტრუმენტს, რომელიც თავიანთი პორტფოლიოს შექმნასა და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები იქნებიან არამარტო მასწავლებლის არამედ
მოსწავლის როლშიც. ისინი ასე ვთქვათ თვითონ მოირგებენ თავიანთი მოსწავლეების მანტიას
და საფუძვლიანად გაანალიზებენ ყველა შესაძლო პრობლემას რომელსაც შეიძლება
წააწყდნენ მოსწავლეები სწავლის პროცესში.
კურსის მიზანია, მასწავლებლებმა შეიმუშაონ პროექტის პორტფოლიო, რომელსაც გამოიყენებენ კლასში და რომელიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, სასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარებათ.
სერტიფიკატის მიღების აუცილებელი პირობა
კურსის ხანგრძლოვობა 36
საათი. სულ 9 დღე (დღეში 4 საათი)
კურსის ბოლოს გაიცემა
შესაბამისი სერთიფიკატები.
სერტიფიცირებისთვის
აუცილებელია მინიმუმ 7 ტრენინგდღეზე დასწრება (ბოლო დღეს დასწრება
აუცილებელი პირობაა) და პროექტის პორტფოლიოს გამოქვეყნება.
ტრენინგის მონაწილისთვის აუცილებელი მოთხოვნაა:
·
WINDOWS ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის უნარ-ჩვევები.
·
საქაღალდეებთან მუშაობა
·
Microsoft Office Word-ის პროგრამაში მუშაობა
·
Microsoft Office PowerPoint-ის პროგრამაში მუშაობა
·
ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და შენახვა
·
Gmail - ის ელ. ფოსტასთან მუშაობა
კურსი შედგება 8
მოდულისაგან.
მოდული 1: პროექტებით სწავლება
მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
მოდული 3: კავშირები
მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება
მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით
მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია
среда, 16 июля 2014 г.
ინტელის ტრენინგის მონაწილეთათვის
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
ვებგვერდზე
განთავსებულ
ინტელის
ძირითად
კურსს
დაემატა
ახალი
მასალები
რესურსსის სანახავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ბმულები:
воскресенье, 3 ноября 2013 г.
პროექტებით სწავლება
პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა
пятница, 29 марта 2013 г.
ვიუერის გამოყენება
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებ შეეძლოთ ესეთი ტიპის რესურსის გამოყენება.
Intel -ის სასწავლო ვიუერი
Intel -ის სასწავლო ვიუერი
აზროვნების ზედა დონე და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის უნარების გამომუშავება, რომელიც პრაქტიკულად შეაქმნევინებს საზოგადოებისთვის საჭირო პროდუქტს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)